თეგი: უცხოური ვალუტა

პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის დავალიანების დაფარვა, უცხოურ ვალუტაში დაუშვა. დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება 2023 წლიდან, არამეგობრული ქვეყნები, გაზის საფასურის გადახდას რუბლში შეძლებენ.  ვლადიმერ პუტინის მიერ 31 მარტს ხელმოწერილი განკარგულებით, რუსული გაზის შემსყიდველი ქვეყნები ვალდებულნი არიან გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“. ამ ბანკში გადახდების განხორციელების შემდეგ, მოსკოვის ბირჟაზე შესაბამისი სახსრები გარდაიქმნება რუბლებში. რუსული მხარის ინფორმაციით, ერდოღანი და პუტინი ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ რუსულმა ენერგოკომპანიამ „გაზპრომმა“ შეუჩერა ბუნებრივი აირის მიწოდება პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს, ნიდერლანდებსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას იმ მოტივით, რომ მათ გაზის საფასური რუბლებში არ გადაიხადეს.  

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, სხვადასხვა პირზე საქონლის შეძენისას გასაღებულ იქნა ჯამში 2 200 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოხდა დანაშაულის ჩამდენ პირთა იდენტიფიცირება და დაკავება. გამოძიების პროცესში ერთ-ერთი ბრალდებულისაგან დამატებით ამოღებულ იქნა 1 800 ევროს ოდენობის ცხზრა ცალი ყალბი კუპიურა და ერთი ცალი ყალბი 50-დოლარიანი კუპიურა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  აღნიშნულ დანაშაულში თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.